saqarTvelos mwvervalebi - jimari
ჯიმარი (ჯიმარაი-ხოხი, გიმარაი-ხოხი) - მწვერვალი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხოხის ქედზე. მდებარეობს მყინვარწვერიდან დასავლეთით 9 კმ-ზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4780 მ. აგებულია თიხის ფიქალის, მეტამორფული ქანებისა და დიაბაზისაგან. დაფარულია თოვლით და ყინულით. გამყინვარების ფართობი უდრის 37 კვ.კმ-ს. ჯიმარას ფერდობებიდან ეშვება მყინვარები: მიდაგრაბინი (დასავლეთით) და სუათისი (აღმოსავლეთით).